“მე ვფიქრობ, რომ არამცთუ დროულია, არამედ, ძალიან საშურიც არის მისი [სალომე ზურაბიშვილის] ჩამოშორება თანამდებობიდან”– განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა 11 ოქტომბერს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედი LIVE”, როდესაც პრეზიდენტ ზურაბიშვილზე საუბრობდა.
“ის აზიანებს ქვეყანას თავისი გაუაზრებელი ვიზიტებით, რომლის დროსაც, არავითარი შეთანხმება მთავრობასთან არ ხდება.
ვის რა როლი აქვს, ვინ რა ფუნქციას ასრულებს, ეს, პრეზიდენტმა სრულად მოშალა. მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთი ქალი, ვერც სტატუსს მოიტანს და ვერც სტატუსის მოტანას შეუშლის ხელს, მაგრამ ამ ზიანზე მიდის რაღაც პირადი გამორჩენის, თუ მიზნისთვის.
ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის უკვე ძალიან დიდი ხანია იქ არ არის, სადაც უნდა იყოს. ალბათ უფრო შორსმჭვრეტელები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ წარსულს თუ გავიაზრებთ, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის, ამხელა ავანტიურაზე წავიდოდა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს