23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ბორჯომის მერიაში სპორტსმენ გიორგი ტალახაძის ბანერის ჩამოხსნაზე კომენტარი გააკეთეს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სპორტსმენ გიორგი ტალახაძის ბანერის ჩამოხსნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც მათ Multimedia.ge-სთან საუბრისას განაცხადეს, აღნიშნული საბანერო ადგილი ეკუთვნის ბორჯომის მუნიციპალიტეტს, რომელზეც ბანერის გაკვრა მოხდა შეთანხმების გარეშე.

“ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამზადებს გიორგი ტალახაძის ბანერს და 2-3 დღეში გაიკვრება, სადაც აუცილებლად იქნება დატანილი ტვ “პირველი”-ს ლოგოც. ჩვენ ველოდბით ტვ პირველისგან, რომ გამოგვიგზავნოს ლოგო და ყველა იმ სპონსორის ლოგო, რომელიც ტვ პირველთან ერთად იყო განთავსებული, განთავსდება ჩვეულებრივად”- განუცხადეს მერიაში Multimedia.ge-ს.

გიორგი ტალახაძის ბანერი მეგობრებმა დაამზადეს და გააკრეს რამდენიმე დღის წინ. თუმცა, მუნიციპალიტეტმა შეუთანხმებლად განთავსების გამო ის სტენდიდან ჩამოხსნა.

ორგანიზატორები კი წერდნენ, რომ ბანერი იმის გამო ჩამოხსნეს, რომ მასზე ტვ “პირველი”-ს ლოგო იყო დატანილი.

ამ თემაზე:

https://multinews.ge/?p=306