თბილისს ნობელის პრემიის ლაურეატი, მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

303
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სერვანტესის ინსტიტუტის მოწვევით და გამომცემლობა ინტელექტთან თანამშრომლობით, თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს მეუღლესთან ერთად სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ავტორის ქართველმა გამომცემლებმა დღეს სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში. თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით.

ვიზიტის მხარდამჭერია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. პროეექტის სპონსორია სასტუმრო სტამბა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE