არასწორი აღმოჩნდა ინფორმაცია, თითქოს სომხეთმა ქართული კულტურული ძეგლები მიითვისა

251
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია და ფოტომასალა  ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული ტურისტული გამოფენის შესახებ. ამ საკითხზე განმარტებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საკონსულო ავსტრიაში.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ვენაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – Ferien-Messe Wien-ზე – საგამოფენო სტენდთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ, Ferien-Messe-ზე, რომელიც გაიმართა 2019 წლის 10-13 იანვარს, 80 ქვეყნის 800 კომპანიას შორის წარმოდგენილი გახლდათ სომხური ტურისტული კომპანია „Arcus tours“-ის სტენდიც, სადაც ტურისტული კომპანია მსურველებს სთავაზობდა ტურებს როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში. შესაბამისად, სტენდებზე წარმოდგენილი გახლდათ ორივე ქვეყნის ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტო-მასალა, შესაბამისი მკაფიო წარწერით. 

სამწუხაროდ, სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელებულ ფოტოზე სტენდი სრული მოცულობით არ არის გადაღებული და მოჭრილია ბანერზე არსებული წარწერა GEORGIEN (საქართველო), რაც მცდარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.”– ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE