ცოტაოდენი იმის შესახებ, თუ რატომ გაუბრაზდნენ ქართულ ოცნებას

350
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ბევრი ითქვა და დაიწერა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქართულმა ოცნებამ ამომრჩევლისგან ცივი შხაპი მიიღო და ახლა ყველაფერს აკეთებს ამ ცივი წყლის გასათბობად. დაანონსდა, რომ ქუჩაში გავლენ, ხალხს შეხვდებიან, მოუსმენენ და მათ გულისტკივილს გაიგებენ. 

მეც მაქვს ცოტაოდენი სათქმელი იმ მიზეზებზე, რატომაც გითხრათ უარი ამომრჩეველმა და მეტიც, რატომაც გაგიბრაზდათ. 

  1. კარგი იქნება თუ თბილისის მერია ამდენ სისულელე კანონპროექტს არ შემოიტანს და აბსურდს არ შესთავაზებს საზოგადოებას, ისე როგორც ტაქსების შემთხვევაში მოხდა, რა თეთრად შეღებვა და ათასი სისულელე, თქვენ ხუმრობთ? ცარიელ ფურცელში 100-100 ლარი რომ აყრევინეთ, ვითომ ლიცენზიაო და ჭყლეტაში ამყოფეთ საწყალი ტაქსისტები იუსტიციის სახლში, აი ისინი გაგიბრაზდნენ და გაგილაწუნეს სახეში.
  2. კანაფის კულტივაციას რომ აპრავებდით დედა-ბუდიანად და ზურა ჯაფარიძის თავლად გინდოდათ ქვეყნის გადაქცევა, აი ამიტომ მიგილაწუნეს სახეში.
  3. ყველაფერზე რომ ამბობდით სიცრუეა და ყრუები და ბრმები ხართო, აი ამიტომ შემოგილაწუნეს
  4. ალბათ ისევ 2012 წელი გეგონათ, იფიქრეთ ხალხმა არჩევანი ჩვენ სასარგებლოდ გააკეთა და ასე იქნება აწ და მარადისო, ფეხი ფეხზე გადაიდეთ და მიპრანჭულზე მიიღეთ ამომრჩევლისგან.

ამასობაში კი რა მოხდა? – ადამიანები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ გაამწარა, ფეხებზე დაიკიდეთ, დაბერილი ტუჩებით და ძვირიანი სათვალეებით გაპრანჭულები დადიოდით სხვადასხვა ღონისძიებაზე, შავი მანქანებიდან გადმოდიოდით, კარსაც კი არ აღებდით, იმასაც სხვა გიღებდათ. კარგი აღმოჩნდა ძვირიანი სუნამო, საათი, სამკაულები, ტანსაცმელი, შავი ჯიპი, სამსახურის შემდეგ გასეირნებები, მოწრუპვა, მოდუნება, შინ მყურდო გარემო… ისე არაფერი სჯობს ასეთ მდგომარეობას, მაგრამ არა ქვეყნის გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე.

PS – კიდევ ერთი, სპიკერები შეარჩიეთ, ირაკლი კობახიძეს გადაეცით ხმა ნუ უკანკალებს და ცოტა უტიფრობასაც თუ მოეშვება კარგი იქნება, თქვენც ნუ იქნებით უტიფრები, ვნახოთ, მოგცემთ თუ არა ხალხი კიდევ ერთ შანსს.. მე, როგორც რიგითი ამომრჩეველი ამ შანსს მოგცემთ მეორე ტურში.


ზაზა ვარაზი - Multimedia.ge-ს ბლოგერი
თქვენი კომენტარი?
IMG.GE