23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თინა ხიდაშელისთვის მძიმე საყურებელია ვიქტორ ორბანის საქართველოში ჩამოსვლა და ჭიქის აწევა

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

თინა ხიდაშელისთვის მძიმე საყურებელია ვიქტორ ორბანის ჩამოსვლა და ჭიქის აწევა. ამის შესახებ მან 12 ოქტომბერს,  ტელეკომპანია “პალიტრანიუსი”-ს ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, უნგრეთი, ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოა.

„იმ დღეს, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება და იმ საოცარ განცხადებებს აკეთებს, რაც დღეს მოვისმინეთ და შენთან სადღეგრძელოს სათქმელად, 3 დღე გაუჩერებელი ვახშმისთვის ჩამოდის ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს ძალიან მძიმე საყურებელია.

ავტორიტარიზმებს არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამონახვა, პირიქით მუდმივად ეძებენ შეხების წერტილებს. ეს ერთხელ უკვე მოხდა ქართულ რეალობაში, ზუსტად იგივე მეორდება, რაც ხდებოდა 2012 წლის არჩევნების წინ. არჩევნებამდე 4 დღით ადრე ჩამოვიდა და სააკაშვილთან ერთად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ამომრჩევლებს ეუბნებოდა – „წარსულ არ მისცეთ ხმა, რუსეთს არ დაუჭიროთ მხარი“.

ბოლო ჟამს, მხოლოდ ორბანისნაირები გიდგებიან გვერდში, თუ შენ როგორც არადემოკრატი ლიდერი, როგორც ავტორიტარი ისე იქცევი. ეს სააკაშვილმა საკუთარ თავზე მწარედ იწვნია“ – თქვა ხიდაშელმა.