ბატონ ბიძინას ვურჩევდი, ჩემთან დაკავშირებით ეთიკის თემას ხშირად ნუ შეეხება – დავით უსუფაშვილი

366
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ინტერვიუს იმ ეპიზოდს ეხმიანება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მის შესახებ საუბრობს.

“ჩემთან დაკავშირებით ადამიანურ ურთიერთობაში ეთიკის თემას რაც ეხება, მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, რომ მაინცდამაინც ხშირად ნუ შეეხება ნურც ზოგადად ადამიანებს შორის ურთიერთობაში ეთიკის საკითხებს და ნურც კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არ არის მისი ძლიერი მხარე და ის აქ არ არის ყველაზე ყოჩარად.

მე ძალიან ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი შეცდომებით იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ვიარეთ, ვიარეთ და მოვეით 2018 წლის ოქტომბერში იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად გიგა ბოკერიას შეფასებებს ვეთანხმები ბიძინა ივანისვილთან დაკავშირებით. მოვედით იქამდე, რომ ბოკერია უფო მართალია ივანიშვილის შეფასებაში დღეს, ვიდრე თავად ივანიშვილი რასაც გვეუბნება.  ესაა ამ ქვეყნის ტრაგედია და ეს ნიშნავს მორიგ ხელიდან გაშვებულ შანსს.

არადა ივანიშვილს შეეძლო ამ ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება, მართლა გამაგრება, სახელმწიფოებრიობის, მოქალაქეების, ინსტიტუციების გამაგრება. ამის ნაცვლად კი, ჩვენ ვნახეთ ლიდერი, რომელიც ხედავს პრობლემებს და არა აქვს პრობლებემის გადაჭრის გზები, ვერ ხედავს გამოსავალს. ამიტომ ცდილობს მათ გადაფარვას, მიჩქმალვას და ასევე იმ მედიასაშუალებების დისკრედიტაციას, რომლებსაც ეს პრობლემები მოსახლეობამდე მიაქვთ“. – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE