ქართულ ოცნებას ძველი წევრები მხარდაჭერას უცხადებენ

301
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ქართულ ოცნებას ძველი წევრები უერთდებიან და მათ მხარდასაჭერ კამპანიაში ერთვებიან. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატებმა, ომარ ნიშნიანიძემ და გია ჯაფარიძემ განაცხადეს. ნიშნიანიძის თქმით, ისინი გაბრაზებულები არიან არა იმიტომ, რომ თანამდებობები არ მისცეს, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ საქმე ამ ვითარებამდე მიიყვანა.

“ის, რომ ქართულმა ოცნებამ შეცდომების და არა დანაშაულების მთელი კასკადი დაუშვა, ამაზე ვწუხვართ  და კარგი იქნებოდა ჩვენთვის, როგორც გამოცდილი ადამიანებისთვის რჩევა მაინც ეკითხათ. ბატონი ბიძინა აბსოლუტურად სამართლიანია და სწორია როდესაც ამბობს, გულგატეხილები უფრო ვართ, ვიდრე გაბრაზებულები, რაც გამოიხატა კიდეც ამ არჩევნებში, თუმცა ეს დაცემა არ არის, წაბორძიკება დავარქვათ, რომლის გამოსწორებაც შეიძლება და ამას ხალხი გამოასწორებს მეორენ ტურში. მე მივდივარ სახალხო მოძრაობაში და გადავტეხავთ მეორე ტურს” – განცხადა ომარ ნიშნიანიძემ.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE