ახალგაზრდებს მივმართავ – მანჩო გიორგობიანი

307
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი ახალგაზრდებს მიმართავს.

“ახალგაზრდებს მივმართავ, პირველ რიგში! ნაცანალური სისხლიანი რეჟიმი იყო ქვეყნის ტრაგედია! ნაწილს, ალბათ, ჯერ პატარები იყავით, არც გახსოვთ, რა გადაიტანა ქვეყანამ და ზედაპირულად, შეიძლება ღიმილითაც უყურებთ პროცესებს!

ასე არ შეიძლება! იცოდეთ, რომ ქვეყანამ გადაიტანა ტერორი, გაუპატიურებები, მკვლელობები, უამრავ ახალგაზრდას მოუსწრაფეს სიცოცხლე, ან სამუდამოდ დაუნგრიეს ცხოვრება!.. ოცნებას, შეიძლება არ არის საუკეთესო, შესაძლოა, ბევრი რამ ეშლება, მაგრამ ისინი არ არიან სადისტები!  ჩვენ.

მოგიყვანეთ მთავრობა, რომელსაც შეიძლება ელაპარაკო, აზრიც შეაცვლევინო და ამის გულისთვის, არც დაგხვრეტენ, არც გაგაუპატიურებენ და არც სამუდამოდ გაგამწესებენ ციხეში, სადაც დაგაინვალიდებენ! დღეს, ეს რეალობაა, დღეს, ეს არჩევანია, ნორმალურს და არანორმალურს შორის!”– ნათქვამია მანჩო გიორგობიანის მიმართვაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE