თუ გთავაზობენ 15 გბ ინტერნეტს 3 ლარად, გამოიჩინეთ სიფრთხილე

455
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, “ფიშინგზე”, მოგაწვდით ინფორმაციას. ფიშინგი არის კიბერდანაშაულის ფორმა, რომლის მიზანია თაღლითური გზით ინტერნეტ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების მოპოვება.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 15გბ ინტერნეტის შეთავაზების აქციებს 3 ლარად, რეალურად, ასეთი ტიპის აქციების ბმულები არის თაღლითური ვებ-გვერდები, სადაც ხდება ბარათის მონაცემების მოპოვება და შემდეგ ამ მონაცემების საშუალებით მომხმარებლების კუთვნილი თანხების მითვისება.

იმისთვის, რომ თავი დაიცვათ აღნიშნული თაღლითობისგან:

• არ შეიყვანოთ პირადი ინფორმაცია საეჭვო ვებ-გვერდებზე.
• ნუ ენდობით ელ-ფოსტას, რომელიც თქვენგან პირადი ინფორმაციის, ან საბანკო დეტალების შეყვანას ითხოვს. თქვენი ბანკი არასდროს მოგთხოვთ სენსიტიურ ინფორმაციას ელ-ფოსტით.
• პირადი ინფორმაციის, მაგალითად ბარათის მონაცემების ვებ-გვერდზე შეყვანისას, ყოველთვის დააკვირდით, რომ იმყოფებით დაცულ გვერდზე. დაცული გვერდი იწყება ასე: https:// და აქვს ბოქლომის ნიშანი.
• გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მისამართი. გახსოვდეთ, რომ გაყალბებული ვებ-გვერდის მისამართი შეიძლება, მიმსგავსებული იყოს ორიგინალთან და შეცვლილი იყოს ერთი ან რამდენიმე სიმბოლო.
• არ ენდოთ შეტყობინებებს, რომლებშიც თქვენგან სასწრაფოდ ითხოვენ ქმედებას. სასწრაფოობა ხშირად იმის ნიშანია, რომ კიბერდამნაშავესთან გაქვთ საქმე.
• გადაიკითხეთ ელ-ფოსტა. თუ ის ნაკლებად პროფესიონალურად გამოიყურება, ან შეიცავს შეცდომებს, შესაძლებელია, გამომგზავნი კიბერდამნაშავეა.

გახსოვდეთ, კიბერდამნაშავე თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობს თქვენს მოტყუებას. ასე რომ, აუცილებელია, გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას.


ეს არის გამაფრთხულებელი ინფორმაცია, რომელიც თიბისი ბანკმა მის კლიენტებს გაუგზავნა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE