სამხედრო, რომელმაც ქალი დახრჩობას გადაარჩინა

406
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოქალაქე, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დახრჩობას გადაარჩინა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდა. ახალგაზრდა ქალბატონი მდინარე მტკვრიდან უვნებლად ამოიყვანეს. შემთხვევა 5 ნოემბერს, საღამოს, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

IV მექანიზებული ბრიგადის რიგითი ბაჩუკი ირემაძე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ინციდენტის თვითმხილველი გახდა. მაშველების მისვლამდე რიგითი ბაჩუკი ირემაძე მტკვრის კალაპოტში ჯებირიდან გადახტა და ახალგაზრდა ქალბატონი ნაპირზე ამოიყვანა.

რიგით ბაჩუკი ირემაძეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პირადად შეხვდა და მოქალაქის გადარჩენისთვის და სამაგალითო ქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეს საჩუქრად „ზიგ ზაუერ“-ის ცეცხლსასროლი იარაღი გადასცა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE