წითელას აცრა ორსულებისთვის აკრძალულია

303
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

წითელაზე აცრის გაკეთება ორუსლებისთვის აკრძალულია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

“ხაზს ვუსვამ, რომ არ შეიძლება ორსულის წითელას საწინააღმდეგო აცრა. იმის გამო, რომ მიმდინარეობს გრიპის საწინააღმდეგო აცრები და ორსულები ყველაზე მაღალ რისკჯგუფს წარმოადგენენ, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ორსულები უნდა აიცრან. ბოლო მონაცემებით, გრიპის საწინააღმდეგო აცრებისთვის პოლიკლინიკებსა და ამცრელ კაბინეტებს 100-მა ორსულმა მიმართა, რაც კარგი მაჩვენებელია, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება წითელას ვაქცინის გაკეთება ორსულებისთვის”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE