უკრაინაში 21 წლის გოგონა ყინვისგან გარდაიცვალა, რადგან ავტობუსის მძღოლმა უფულობის გამო გზაზე დატოვა

560
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს შემთხვევა უკრაინაში მოხდა. 21 წლის სტუდენტი გოგონა ყინვისგან გარდაიცვალა, ყველაფერი კი ასე დაიწყო. ირინა დვორეტსკა საავადმყოფოში მყოფი დედის მოსანახულებლად მიდიოდა, რომელიც ოლევსკში, ჩრდილოეთ უკრაინაში მდებარეობს და ის ცდილობდა პირველივე ავტობუსს გაჰყოლოდა,  თუმცა სიჩქარეში ფული შინ დარჩა.

მას შემდეგ, რაც მძღოლმა ნახა, რომ გოგონას ფული არ ჰქონდა, ის ავტობუსიდან გააძევა, ადგილი კი სადაც ირინა აღმოჩნდა ტყის მახლობლად მდებარეობს და საკმაოდ დაშორებულია დასახლებიდან. ირინამ  სცადა გზის გაგრძელება ფეხით, თუმცა მინუს 20 გრადუსიან ყინვას ვერ გაუძლო და ჰიპოთერმიით (სხეულის გადაციებით) დაიღუპა.

ორ დღიანი ძებნის შემდეგ გოგონა მამამ იპოვნა, რომელიც რეინჯერია. მისი თქმით, ქალიშვილს თვალები ღია ჰქონდა. ირინა სამედიცინო კოლეჯის სტუდენტი იყო. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


მომზადებულია “MIRROR”-ის ინფორმაციზე დაყრდნობით.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE