“მე თვითონ ჩავთვალე, რომ დღევანდელ ეთერში არ იყო, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ იდიოტები გვეძახა, არამედ, ჩვენი არხის ჟურნალისტის ვიდეო ჰქონდა იმის საილუსტრაციოდ, რომლითაც ამტკიცებდა, რომ მედიის წარმომადგენლები იდიოტები არიან და მე მინდა ვუთხრა ბატონ იაგოს – პირადად ჩემზე, ინგა გრიგოლიაზე რომ დაგედით ვიდეო, დაგეწერათ, აუცილებლად მოგიწვევდით პირდაპირ ეთერში და ვისაუბრებდით, მაგრამ ის, რომ თქვენ, ჩვენი საპარლამენტო კორესპონდენტის ვიდეოს დებთ და ამით გინდათ დაამტკიცოთ, რომ თურმე, მედია ვართ იდიოტები, ეს, მინიმუმ არის ძალიან უხერხული და მე ძალიან შევწუხდი, როდესაც ეს ვიდეო ვნახე.
ამიტომ, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ იქამდე, ვიდრე ჩვენ ჟურნალისტებს, კორესპონდენტებს თავს დაესხმება, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში მყოფი, მე, პირადად ჩემ ეთერში მათთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ”– განაცხადა ინგა გრიგოლიამ საკუთარ გადაცემა “რეაქცია”-ში.
შეგახსენებთ, გირჩი-ს ლიდერმა იაგო ხვიჩიამ დღეს მედიის წარმომადგენლებს იდიოტები უწოდა, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს განიხილავდნენ და რაზეც, ხვიჩიას თქმით, მედიამ არ გაამახვილა ყურადღება.
ვრცლად იხილეთ იაგო ხვიჩიას საპარლამენტო გამოსვლა:
<>
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს