22/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

სუს-ის ხელმძღვანელი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს უღირს ადამიანებს უწოდებს

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

“უღირს პროექტებს ღირსეული ადამიანები არ ახორციელებენ”– განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა დღეს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ, როდესაც ჟურნალისტებმა მას კითხვა დაუსვეს ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძის ახალ ვებ გვერდ MONA.GE-სთან დაკავშირებით, სადაც ქვეყნდება სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ფოტოები, გვარ-სახელები და მათ მონებს უწოდებენ.

“იქ გამოქვეყნებული პირები არიან ღირსეული ადამიანები. ეს უღირსი პროექტი, თავისი უღირსი დამფუძნებლებითა და განმახორციელებლებით ემსახურებიან რამდენიმე მიზანს, რომელიც არც გამოსვლიათ და არც გამოუვათ.

ამ საიტზე გამოქვეყნებული ადამიანების ოჯახის წევრებს მინდა ვუთხრა, რომ მათ ჰყავთ ღირსეული ოჯახის წევრები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს უმწიკვლოდ, ყოველგვარი ანგარების გარეშე. 

მე მათ გვერდით ვდგავარ და არ გამოვრიცხავ, ბევრი შეემატოს ამ გვარ-სახელებს”- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.