ძალიან მიყვარს ედუარდ შევარდნაძე, ვულოცავ XX საუკუნის უძლიერეს პოლიტიკოსს დაბადების დღეს – იუნა შაფათავა

948
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობი იუნა შაფათავა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“დაგვიანებით ვულოცავ XX საუკუნის უძლიერეს პოლიტიკოსს დაბადების დღეს. უძლიერესთა შორის კაცობრიობის ყველაზე რთულ, გადამწყვეტ, ორიეტირ და საინტერესო საუკუნეში იყო უძლიერესი. მიხარია, რომ ნამდვილი მთავრობის დროს, მგლების დროს, მქონდა ბედნიერება იმ მთავრობის, მისი მთავრობის წევრებთან შეხვედრის და იმ
სტილის მუშაობის, წამებში გენიალურ გადაწყვეტილებებს რომ იღებდნენ ერთი ზარით, ნდობა იყო, ადამიანობა.

იმ დროს ნიჭი და პატიოსნება ჯერ კიდევ ფასობდა. სასწაულია შევარდნაძის ცხოვრება. ფენომენი, სხვა დიდი ქართველების გვერდში. ოდესღაც როგორც შეეფერებათ, პატივს მივაგებთ მათ და ჩვენს ისტორიაში შეტანილ წვლილს დავუფასებთ, ცივილიზებული ადამიანებივით.  ჩემი უღრმესი პატივისცემა, ბატონო ედუარდ მადლობა მამათს და საქართველოს, ასეთი თვითნაბადი გენიოსი შვილებისთვის. ძალიან მიყვარს ედუარდ შევარდნაძე”- წერს იუნა შაფათავა.

ედუარდ შევარდნაძეს დაბადების დღე 25 იანვარს იყო, მას 91 წელი შეუსრულდებოდა.

თქვენი კომენტარი?