23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

გეგონება, შვილი კობახიძე რამით განსხვავდებოდეს მამა-კობახიძისგან… ან რომელიმე ბერა რომელიმე ბიძინასგან – ლაშა ბუღაძე “ქართული ოცნების” წევრების შვილებზე

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ლაშა ბუღაძე “ქართული ოცნების” ლიდერებსა და მათ შვილებზე წერს:

“როგორ უყვართ “ქართული ოცნების” კაცუნებს (და საერთოდაც, ყველა ჯურის რიხიან აფერისტებს) ამ სადღეგრძელოებიდან ამოგლეჯილი ფრთოსან-კორუფციული აფორიზმის ამოყვირება: “ჩვენ შვილებს თვალებში ჩავხედავთ და ვეტყვით…”

გეგონება, “ასეთნაირების” შვილები რამეზე თხოვდნენ პასუხს ასეთ მამებს – გეგონება, შვილი კობახიძე რამით განსხვავდებოდეს მამა-კობახიძისგან… ან რომელიმე ბერა რომელიმე ბიძინასგან…

რაც მამებია, ისაა შვილები და რაც შვილებია, ისაა მამებიც…
მშვენივრად ჩახედავთ შვილებს თვალებში, რადგან ამ თვალებიდან თქვენნაირი თვალებივე შემოგყურებენ – თქვენივე კორუფციული ღირებულებებით გაფუყულები და ყალბები…

სიყალბე ხომ აქ მემკვიდრეობითია. პრობლემა თქვენ სხვის შვილებთან გაქვთ, თორემ თქვენები, ნუ ღელავთ, კარგად ირგებენ თქვენსავე კორუფციულ მონაგარს…

აბელ არავიძე, რომელიც ბოლოს საფლავიდან ამოთხრის ვარლამ არავიძეს, თქვენნაირებისთვის მხოლოდ მხატვრული მეტაფორაა. ეს არ გემუქრებათ, ნუ ღელავთ…

სერგო ბერია ბოლომდე იმას გაიძახოდა, მამაჩემი, ლავრენტი, სუფთა და წმინდა კაცი იყოო.”– წერს ბუღაძე.