MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

სიგარეტის ფასის რეკორდულად ზრდამ და კიდევ მოსალოდნელმა გაძვირებამ მწეველები საფიქრალში ჩააგდო. სახელმწიფოს პოლიტიკა, რომ გაძვირებით მოწევას დაამარცხებს, რბილად რომ ვთქვათ იმ ზღაპრიდანაა, რომლისაც ბავშვსაც კი არ სჯერა.

ხელისუფლებას თუ ასე ძალიან შესტკივა გული მწეველების ბედზე, უბრალოდ აკრძალოს სიგარეტის შემოტანა და ასე გადაჭრას ეს პრობლემა, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ გაზრდილი გადასახდით ბიუჯეტს შეავსებს, ამიტომ თამბაქოს ვერ აკრძალავს, უბრალოდ, სიკვდილს ძვირად გაყიდის.

ყველა მხრივ წნეხის ქვეშ მყოფი მწეველი, რომლისთვისაც არ არის ადვილი თავის დანებება გამოსავალს ეძებს, ის ვისაც აქვს საშუალება გადაიხდის გაძვირებულ ფასს, თუმცა ვინც ვეღარ შესწვდება ახალ ფასს თუთუნზე გადადის, რაც გაცილებით იაფი ჯდება, თუ ესეც არ გაძვირდა.

მაგალითად, ბაზარზე არსებობს რამდენიმე სახეობის თუთუნი და 100 გრამის ფასი 4. 5 ლარიდან იწყება. ასე მაგალითად, ერთ-ერთი რეალიზატორის ფასები ასეთია:

ჰოლანდიური – 100 გრ- 6.50 ლარი

ინგლისური -100გრ -7 ლარი

ბრაზილია – 100გრ- 8 ლარი

ქართული (აჭარა) – 100 გრ -4.50 ლარი

პარლამენტი- 100 გრ – 10 ლარი

მარლბორო- 100 გრ- 10 ლარი

კუბა- 100 გრ – 11 ლარი

შოკოლადი – 100 გრ-11 ლარი

ქემელი 100გრ- 10 ლარი

ასევე გაცილებით იაფი ჯდება შესაფუთი მასალაც, რაც აქტიური მწეველისთვის დიდი შეღავათია, შესაფუთი მასალა კი თუთუნის მაღაზიაშივე იყიდება, ასევე შეგიძლიათ თამბაქოს შემფუთველი მოწყობილობაც შეიძინოთ.

ხელისუფლების პოლიტიკა შესაძლოა მისთვისვე აღმოჩნდეს უსარგებლო, რადგან უმეტესობა, უბრალოდ აღარ შეიძენს გაძვირებილ თამბაქოს და გადავა თუთუნზე, რაც უკვე მასობრივ ხასიათს იძენს და უმეტესობა უკვე ამბობს, რომ ასე გაცილებით იაფია.

თქვენი კომენტარი?