არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა.”- წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.
“სადაც არსებობენ ეს ადამიანები, საზოგადოებაში მათი უმძიმესი რეპუტაციული პრობლემები არსებობს. სადაც პროცესზე მათი გავლენა, დრომოჭმული და საზოგადოებისგან აბსოლუტურად დაშორებული ხედვები არსებობს, გამარჯვება ვერასდროს მოვა. ვერ შეიქმნება დამოუკიდებელი, ხალხის ინტერესზე მორგებული ვერანაირი ბორდი, თუ არსებულ ვითარებაში, მენეჯმენტი სრული შემადგენლობით, სიმაღლის მიხედვით მწკრივში ეწყობა და ჯანსაღ რჩევებზე პარტიის დირექტორს, დავით კეზერაშვილს აკითხავს.
ერთიანობა ძალაა, თუ ერთობა სწორ და უღალატო ხალხთან გაქვს. მსგავსი ერთობის მომხრე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები. ხოლო თუ ერთობა ფულის გამომუშავებისთვის, სიისა და საპარლამენტო მანდატისთვის დგება, იქ არაფერი მესაქმება. არაფერი მესაქმება არსად, სადაც მთავარი ხალხის ინტერესი და მისი განხორციელება არაა. იმ ხალხთან ერთად ვიქნები, ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია. სწორ ადამიანებთან, სწორი მიზნის გარშემო ერთობისა და გამარჯვებისათვის ბრძოლის ყველა შანსს გამოვიყენებ.
ერთადერთი პირობა კი რაც მე ნაციონალურ მოძრაობასთან მაქვს, არის პარტიაში არაფორმალური მმართველობის დასრულება იმისთვის, რომ არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში დავასრულოთ. ყველა სხვა შემთხვევაში, პლატფორმას რა სახელიც არ უნდა ერქვას, რომელიც გახლეჩვაზე, ხალხის განსხვავებული აზრის გამო დევნაზე არის ორიენტირებული, ვერასოდეს დაამარცხებს ივანიშვილს, თეორიულადაც კი. ივანიშვილს დაამარცხებს მართალი, პრინციპული, შედეგზე და არა სკამზე, ფულსა და თანამდებობაზე ორიენტირებული ხალხი.”– წერს ნიკა მელია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს