“გახსოვთ პირველი ბზარი ვინ შემოიტანა ოპოზიციაში? – სალომემ [სალომე ზურაბიშვილი] მოვიდა და გამოგვიცხადა, რომ მერაბიშვილის პირველ მოადგილეობას აპირებდა”– განაცხადა გუბაზ სანიკიძემ 23 ოქტომბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “საჯარო პოლიტიკა”-ში სტუმრობისას, როდესაც გაიხსენა ნაც.მოძრაობის მმართველობის პერიოდში, გაერთიანებულ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის აქტივობები და გადაწყვეტილება, რომ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილედ დანიშნულიყო იმ მოტივით, რომ ოპოზიციას ძალოვან უწყებაში კონტროლი ჰქონოდა.
გთავაზობთ ნაწყვეტებს სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუდან, რომელიც მან 2009 წელს, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემა “დღის ქრონიკა”-ს მისცა.
”მე მივალ დავჯდები შიგნით იმ კრიმინალების ბუდეში,”- განაცხადა მან 2009 წელს, ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემაში ”დღის ქრონიკა”
”მე ვიღებ ამ გამოწვევას, ხვალ დილით ვიქნები 9 საათზე და ვნახოთ რას გავაკეთებ, ოღონდ სრულუფლებიანად და ეს არ იყოს კიდევ ერთი პიარ-აქცია. მე მინდა იქ სრული უფლება პირველი მოადგილის, რომ გამოძიებები დავიწყო და დავიწყებ ხვალ დილიდან.
მე შევალ სამმართველოში, სადაც მე არ ვიცი ჩვენი ახალგაზრდები რა დღეში არიან და მე გამოვიყვან იმ ახალგაზრდებს და მე მოვითხოვ, რომ ყველა ის [ვიდეო და ფოტო] კამერები გამოტანილი იყოს, რომელიც დაამსხვრიეს იქ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ არჩევნებით მიგვეღწია იმას, რასაც მივაღწევთ. მე არ მინდა, რომ ეს ქვეყანა დაინგრეს და რუსეთის სათამაშო გახდეს, რაც სურს სააკაშვილს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ და ამას მე არ დავუშვებ,”- განაცხადა ზურაბიშვილმა, ”ჩვენ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე და ჩვენ მივიღებთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს”. – თქვა ზურაბიშვილმა 2009 წლის ინტერვიუში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს