ვანო ზარდიაშვილის ღამის არაფორმალური შეხვედრა მოსამართლეებთან

366
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

ეს ფოტო გამოცემა ტაბულას ჟურნალისტმა გადაიღო. ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი  იმ მოსამართლეებს ხვდება, ვის გამოც ოცნებაში დაპირისპირება მოხდა და საზოგადოების დიდი ნაწილის ვნებათაღელვა მოჰყვა.

გადაღებულ ფოტოზე ზარდიაშვილთან ერთად უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე ლევან მურუსიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები მიხეილ ჩინჩალაძე და გიორგი მიქაუტაძე (რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტს იკავებს) და სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე ჩანან.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE