ეს არის ყველაზე დიდი სიბინძურე და ტრაგედია – ირმა ჭკადუა

283
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატი ირმა ჭკადუა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით ვრცელ კომენტარს აკეთებს.

“რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენი ეს არის ადამიანის უფლებები. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც ირღვევა კანონი და ამ უსამართლობასთან ბრძოლას შევწირე ძალიან ბევრი წელი ჩემი ცხოვრების.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მანიპულირება ეს არის ყველაზე დიდი სიბინძურე და ტრაგედია თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების წესში.

ვინც ამ მანიაკალური სტილით აპირებს ცხოვრებას მერწმუნეთ ის აუცილებლად დაამთავრებს იმაზე ბევრად უარესად, ვიდრე ეს მოხდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში. მე, როგორც იურისტი ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს !

მივმართავ სამართალდამცავ უწყებებს. დაუყოვნებლივ გამოიძიონ საიდან მოხდა ამ მარაზმის ატვირთვა და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

ვინაიდან ეს ყოველივე უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, შესაძლოა აღნიშნული კადრების გავრცელება ემსახურებოდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას როგორც ქალბატონი ეკასადმი, ისე სახელმწიფოსადმი.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პოლიტიკური ვანდალიზმი და ამას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი.

21-ე საუკუნის პოლიტიკა დაფუძვნებულია ადამიანის უფლებებზე და არა ამ ტიპის სიბინძურეზე..

ევროპული, ცივილიზებული სახელმწიფოს ფუნდამენტია სიტყვის, არჩევანის, გამოხატვის და პირადი ცხოვრების თავისუფლება და ხელშეუხებლობა. ჩვენ ასეთი სახელმწიფოსთვის ვიბრძოლეთ ბევრი და არ მოგცემთ უფლებას თქვენი ბინძური ხელები აფათუროთ ადამიანის პირად ცხოვრებაში.” – აცხადებს ირმა ჭკადუა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE