გამოცხადდა ფოტოკონკურსი თემაზე “მრავალფეროვანი ჩინეთი”

550
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“.

“მრავალფეროვანი ჩინეთი” ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.

​კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალწლო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იანჩი შეაფასებენ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ს ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით. საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი – 2 ბილეთი ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში.

კონკურსის ვადები: 

პირველი ეტაპი: 25.01.2019 – 15.02.2019. ნამუშევრების მიღება. მეორე ეტაპი: 15.02.2019 – 18.02.2019. ჟიურის წევრების მიერ საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა. მესამე ეტაპი: 19.02.2019. კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი.

დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.contest.4u.ge/contest?lang=ka

თქვენი კომენტარი?