ქეთევან კიკნაძის წერილი ბიძინა ივანიშვილს

433
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობი ქეთევან კიკნაძე ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

“ბატონო ბიძინა! გმადლობთ იმისათვის, რომ არსებობთ და ზრუნავთ ქვეყნისათვის, ჩვენი შვილები კომფორტულ სკოლებში სწავლობენ, ჩვენი შვილები უფასო საბავშვო ბაღში იზრდებიან,ავადმყოფ ხალხს დაზღვევა აქვს და მათი ჯანრთელობა დაზღვეულია, ხალხი მორწმუნე, სულიერად ამაღლებული, ეკლესიაში სანთელს ანთებს და ლოცულობს.
ავტობანები კომფორტული, ადამიანად რომ გრძნობს თავს ხალხი.

აჭარა სამოთხედ აქციეთ, მაგრამ ისიც გაგიგიათ ალბათ “დაიჭირეს ხელი მოჭრეს, რატომ კარგი აგიგიაო”. თქვენი დიდსულოვნება სამაგალითოა, ბარაქალა თქვენს კაცობას და ადამიანობას, გაივლის დრო და თქვენი ღვაწლი,არამარტო კეთილშობილ ადამიანთათვის იქნება მისაღები, ის ფართე საკაცობრიო პრობლემების მაგალითი გახდება, ანალოგის გარეშე.უფალს ებარებოდეთ,რომელიც ხალხის ლოცვა -კურთხევით არის გაჯერებული. ისტორიას ხალხში მემატიანე მოჰფენს ნათელს”– წერს ქეთევან კიკნაძე.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE