4 წლის გოგონა გარდაცვალების გამო სოციალურმა მუშაკებმა სამსახურები დატოვეს

419
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაასრულა, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკისა და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა.

აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებულები არიან დაკავებული თანამდებობებიდან, მოკვლევის მასალები კი შესაბამის სამსახურებს გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა. რასაკვირველია, ჩვენ, მთელი უწყება ვწუხვართ პატარა გოგონას გარდაცვალების გამო და ვგრძნობთ ჩვენ წილ პასუხსიმგებლობას მომხდართან დაკავშირებით.

ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სისტემური ცვლილებები სოციალური მუშაობის მიმართულებით, რაც გვევალება კიდეც “სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის მიხედვით, რომელიც 2018 წლის ზაფხულში იქნა მიღებული.

შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელშიც კონკრეტულად გაიწერა სისტემური რეფორმისათვის საჭირო ნაბიჯები. გარდა ამისა 2018 წელს დაიგეგმა სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ და რისკების მინიმალიზაციისკენ.

რასაკვირველია, სისტემური რეფორმა თავისთავად გულისხმობს სოციალური მუშაკის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური მუშაობის ხარისხის ამაღლებას და რეგიონული საბჭოების მანდატის გადახედვა/გაძლიერებას.”– ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE