ბოლო ამბები
ივნისი 17, 2024

გავჩუმდეთ ვინც ყველაფერი იცის და ვმოძღვროთ ხალხი? გამოდით და თქვით სიმართლე, რომ ეს შიშები არსებობს და ლეგიტიმურია – ხატია დეკანოიძე

ოქტ29,2023
გაზიარება

“ბევრი მორალური სასამართლო უნდა მოვაწყოთ ტყუილებზე დაფუძნებული, ყალბი, გავჩუმდეთ ვინც ყველაფერი იცის და ვმოძღვროთ ხალხი. გაყიდული “ძუკნები” უნდა ვუწოდოთ და ამ დროს ვინც ყველაფერი იცის და ჩუმად არის – იმან ილაპარაკოს ჭკვიანი სახით.? – წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

მისი პოსტი ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები, ევროპელ პარტნიორებთან დახურულ შეხვდრებზე პირდაპირ მიანიშნებენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

“რა ითქვა ახალი, რაც უამრავმა ადამიანმა არ იცოდა? არ ირჩეოდა ჩუმად? დღემდე იწერება? დღემდე არ ირჩევა საჯაროდ?.

პარარელურ სამყაროში რომ ვცხოვრობთ ყველა და ხალხსაც იქ ვაცხოვრებთ – იმიტომ “დავამარცხეთ” ქართული ოცნება.

ყველამ ყველაფერი იცის და ამ დროს ყველა ჩუმადაა.. ჩემი დიდი შეცდომა მიშელის ხელმოწერაზე არასწორი პოზიციაა. სალომე სამადაშვილი “გაასამართლეს” მაშინ და სხვები. შეცდომა აღმოჩნდა.

ახლაც, გამოდით და თქვით სიმართლე, რომ ეს შიშები არსებობს და ლეგიტიმურია. მაგრამ სტატუსი გვჭირდება.”– წერს ხატია დეკანოიძე.

სხვა ამბების წაკითხვა