განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

მოქალაქეებს, რომლებიც ე.წ ლამინირებულ პირადობის მოწმობას ფლობენ შესაძლებლობა აქვთ დღეიდან, 1-ლ მარტამდე ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობა უფასოდ აიღონ. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

დოკუმენტისთვის შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

თქვენი კომენტარი?