მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

610
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

80 წლის ასაკში მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცავალა. ინფორმაციას ადასტურებს მისი ოჯახი. ბოლო პერიოდში გურანდა გაბუნია ავადმყოფობდა. იგი დაიბადა 1938 წლის 26 აგვისტოს, 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

ნათამაშები კონოროლები:

  • 1961: „ერთი ცის ქვეშ“ (რუსუდანი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1962: „თოჯინები იცინიან“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
  • 1965: „დრო იწირება განთიადისას“ (ჯოან ბრისტოლი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
  • 1973: „მზე შემოდგომისა“ (პლატონის მეუღლე) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1975: „აურზაური სახინეთში“ (ჭორიკანა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1976: „ფაცურა“ რეჟ. როსტომ ლორთქიფანიძე
  • 1978: „დათა თუთაშხია“ (ირინე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
  • 1980: „გამარჯობა ყველას (ფიროსმანი)“ რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
  • 1981: „გზა შინისკენ“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
  • 1981: „ძნელი დასაწყისი“ რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი
  • 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
  • 1983: „დღეს ღამე უთენებია“ (დარეჯანი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1986: „ორომტრიალი“ (ლაურა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1992: „ვალსი პეჩორაძე“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1994: „თბილისი ჩემი სახლია“ (ლილის ბიცოლა) რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი
  • 1995: „დღე ტკივილისა და სიხარულისა“ რეჟისორები დოდო ლორთქიფანიძე, დათო გამგონეიშვილი
  • 2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
  • 2003: „გაჭედილები (ენკი-ბენკი)“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე

მარჯანიშვილის თეატრში ნათამაშები როლები:

  • ვადიმ კოროსტილევი „მარტოობის დღესასწაული“ (მარგარიტა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
  • რევაზ თაბუკაშვილი „რას იტყვის ხალხი“ (ასმათი) რეჟ. ვარლამ ნიკოლაძე
  • გრიგორ გორინი „ბარონ მიუნჰაუზენის ცხოვრება და გარდაცვალება“ (ბარონესა) რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • რობერტ ტომა „რვა მოსიყვარულე ქალი“ (პიერეტა) რეჟ. გოგი თოდაძე
  • ლალი როსება „პრემიერა“ (ადა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ფრიდრიხ დიურენმატი „რომულუს დიდი“ (იულია), რეჟ. ნუგზარ გაჩავა
  • ნოდარ დუმბაძე „მე ვხედავ მზეს“ (მარგალიტა) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
  • ლალი როსება „პროვინციული ამბავი“ ( ნინო) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • მონძაემონ ჩიკამაცუ „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (სიდედრი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • უილიამ შექსპირი „ოტელო“ (ემილია) რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ლევ ტოლსტოი „ანა კარენინა“ (დოლი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • კარლო გოცი „ლურჯი ურჩხული“ (გულინდი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • გიორგი ერისთავი, ანატოლ ფრანსი, რაფიელ ერისთავი „ისევ ვოდევილები“ (ცოლი) რეჟ. გოგი თოდაძე
  • ალექსანდრე აფინოგენოვი „შიში“ (მაკაროვა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ედუარდო დე ფილიპო „ხელშეკრულება“ (ცეცილია) რეჟ. თემურ აბაშიძე
  • უილიამ შექსპირი „მეფე ლირი“ (გონერილა) რეჟ. დავით დოიაშვილი
  • ლალი როსება „სახლის ანგელოზები“ (ცაცა) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • უილიამ შექსპირი „ანტონიუსი და კლეოპატრა“ (კლეოპატრა) რეჟ. ჰილარი ვუდი(ინგლისი)
  • ევგენი შვარცი „თოვლის დედოფალი“ (ყაჩაღების წინამძღოლი) რეჟ. მედეა კუჭუხიძე
  • ვენედიქტ ეროფეევი „დაუსრულებელი სიზმარი“ (ვალია) რეჟ. ლევან წულაძე
  • ჟან მარსანი „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“ (გაბრიელა ტრისტანი) რეჟ. დავით დოიაშვილი
  • ჟან ანუი „ანტიგონე“ (ძიძა) რეჟ. თემურ ჩხეიძე
  • ინგა გარუჩავა, პეტრე ხოტიანოვსკი „მიტევების დღე“ (მონოსპექტაკლი) რეჟ. ქეთი დოლიძე
  • ბერტოლდ ბრეხტი „სამგროშიანი ოპერა“ (ცელია პიჩემი) რეჟ. გიზო ჟორდანია
თქვენი კომენტარი?
IMG.GE