“ვაკიდან ტაქსით ვიმგზავრე…მომხედა და მკაცრი ტონით მითხრა…”- ნინო ჯღარკავა

361
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

“ვაკიდან ტაქსით ვიმგზავრე,როგორც ხდება ხოლმე შემხვდა ორდიპლომიანი პოლიტიკოსი მძღოლი. 4 კილომეტრში ისე ჩამოაყალიბა თავის პოზიცია,პირი დამრჩა ღია, ჯერ სააკაშვილი ლანძღა,თათხა და მერე რომ მოდგა მთავრობას,მტკვარში მინდოდა გადახტომა,არგუმენტები დადო ისეთი კარგი პოლიტიკოსი ვერ ჩამოაყალიბებდა,მე ჩემსას მივაწექი,რათქმაუნდა ვიცავდი ხელისუფლებას და ბოლოს რომ ამოუვიდა ჩემი ლექცია ყელში, მომხედა და მკაცრი ტონით მითხრა,იცი რას გეტყვი გენაცვალე გადაეცი შენს მეგობარ მინისტრებს,დეპუტატებს და მთავრობას ჩვენგან გაიგებთ სიმართლეს,დღეში 30 კლიენტი ჯდება ამ ტაქსში და ვიცი მათი აზრი, თქვენ იძახეთ მიშა მოდის მიშა მოდის და ასე თუ გააგრძელეთ მოგადგებათ ეგ მიშა , მე კი გავასწრებ ამ ქვეყნიდან და თქვენ რა გეშველებათო,ხალხი დაიღალა არც თქვენ უნდიხართ და არც მიშა,ქვეყანა არ გიყვართ თქვენო,ისეთი მოვუჯახუნე ტაქსის კარი ,კინაღამ თითიც ზედ მივაყოლე,აი იქ მივხვდი რომ ხალხს მიშა კი სძულს ,მაგრამ არც ჩვენზე გიჟდებიან! ქვეყანა სადღაც წუმპეშია და დროზე უნდა შველა!”– წერს ჯღარკავა.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE