ბოლო ამბები
12/12/2024

2025 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 10 ათასი ლარი იქნება, მისი მოადგილის 9500, ხოლო დეპუტატების 8250

გაზიარება

შალვა პაპუაშვილის ინიციატივით, მომდევნო პარლამენტის თავმჯდომარის თვიური ხელფასი 10 ათასი ლარი იქნება, მისი მოადგილის 9250, ხოლო დეპუტატების 8250.

“მე-14 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით:

პარლამენტის თავმჯდომარეს – 10000 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 9500 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 9250 ლარი;
კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 9000 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს –8750 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 8500 ლარი;

პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8250 ლარი.

პარლამენტის წევრისთვის, პარლამენტის ბიუროს მიერ, ასევე განისაზღვრება სატრანსპორტო უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობები.“.

მე-15 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.“. – ნათქვამია ცვლილების ტექსტში, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

რეგლამენტი ამოქმედდება 2025 წლის 1-ლი ანვრიდან.

სხვა ამბების წაკითხვა