ერთი დღე არ ხარ გასაჩერებელი – ადვოკატ ლალი აფციაურის პასუხი ირაკლი კობახიძეს

371
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ადვოკატი ლალი აფციაური პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, მოსამართლეების შესახებ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყვნენ და მისივე სიტყვებით “ცუდ რაღაცებს სჩადიოდნენ, დღეს უკვე კარგ რაღაცებს სჩადიან, რადგან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ მიმართ წნეხი მოიხსნა.

“არა რა არა! ერთი დღე არ ხარ გასაჩერებელი!!!! მასობრივად ჩადენილ ცუდ რაღაცეებზე არ უნდა აგონ პასუხი? იმიტომ რომ ახლა თქვენთვის სასარგებლო კარგ რამეებს სჩადიან? საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, უფრო მეტ არგუმენტს მოიტანდა!”– წერს ლალი აფციაური ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE