განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა, საბოლოოდ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას და მთლიანად ქართულ ოცნებას, თუმცა ამბობს, რომ რამდენიმე დღეს აიღებს მოსაფიქრებლად.

„ალბათ დადგა ის ეტაპი და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან დაკავშირებით და ფასეულობებთან დაკავშირებით. ჩვენ ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სურათი თუ ვერა, ეს ეტაპი დავინახე რომ ძალიან ახლოს მოვიდა.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა რაიმე ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის რეამინირებას და მობრუნებას 2020 წელს, მე არ მინდა იმ ძალადობრივ სისტემას მივცეთ რაიმე შანსი, რომ მოტრიალდეს ისევ და ისევ აიღოს ხელში ძალაუფლება, ამიტომ მე მგონია რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს.

მე პირადად ავიღებდი რამდენიმე დღეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, ჩვენ შევძლებთ ერთად ამ ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ, რომლის დაფუძნებულიც ვარ, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი, ალბათ რამდენიმე დღეს ავიღებთ.

ახლა ვხედავთ, რომ დღევანდელმა მსჯელობამაც, ბიძინა ივანიშვილმაც პირდაპირ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვისი განცხადებაა სწორი და ვისი არასწორი, თქვა რომ დღეს დასრულდეს აქ პოლემიკა საჯარო და შიგნით ვისაუბროთ. ახლა გვაქვს სრულიად არაორდინალური მოცემულობა, დღევანდელმა შეხვედრამ დამაყენა არჩევანის წინაშე.

რა თქმა უნდა, სწორია, რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რაზეც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ შეთავაზება, რომ გავაგრძელოთ ერთად შემდეგი პროცესი, მოდით შევთანხმდეთ რაღაც პირობებზეც.

ვერ ვხედავ რომ აქ რამე შეიცვალოს ეს ისეთი ღირებულებითი საკითხია,რომ ვერ მოხდება ერთ სივრცეში მოქცევა და ერთი მთლიანობა ვერ გავხდებით მე და პირობითად ის ადამიანი ვისაც თქვენ ახსენებთ – ზარდიაშვილი” – აცხადებს ეკა ბესელია.

თქვენი კომენტარი?