სექტემბრიდან მასწავლებელთა ხელფასი გაიზრდება

313
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერიდან მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება.

როგორ მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მაისში წარმოდგენილი იქნება კონკრეტული გეგმა და სექტემბრიდან ანაზღაურების ძრდა დაიწყება.

„მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურების ზრდა დაიწყება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია – სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული უნდა იყოს შემოქმედებით საკითხებზე“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

„გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე”- დასძინა მინისტრმა. 

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE