ჯეოსელის კორპორატიული აბონენტების ნაწილს პრობლემები შეექმნა

296
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE IMG.GE

ჯეოსელის კორპორაციული ტარიფის “პარტნიორი”-ს აბონენტებს ტექნიკური ხარვეზის გამო პრობლემები შეექმნათ, კერძოდ, ისინი ვინც 10 ლარიან ტარიფზე გადაერთნენ  და თანხაც ჩარიცხეს, შესაბამისი სერვისი არ მიუღიათ, სერვისი კი გულისხმობს 600 წუთის დარიცხვას ყველა ქსელთან სასაუბროდ.

კომპანიაში ვერ ასახელებენ ზუსტ დროს, თუ როდის გამოსწორდება აღნიშნული პრობლემა, ოპერატორების განცხადებით, საკითხი ტექნიკურ სამსახურზეა გადაცემული და მიმდინარეობს განხილვა, თუმცა როდის დასრულდება ეს განხილვა, უცნობია.

აბონენტები კი, რომლებმაც თანხა ჩარიცხეს გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ბალანსს მოქმედების კონკრეტული ვადები აქვს და ის ყოველი თვის პირველ რიცხვში ნულდება, ხოლო სტანდარტული ტარიფით დარეკვა საკმაოდ ძვირია და წამგებიანი.

ასევე უცნობია, აანაზღაურებს თუ არა კომპანია იმ გაცდენილ დღეებს, რის გამოც აბონენტებმა სერვისის მიღება დროულად ვერ შეძლეს.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE