ბოლო ამბები
01/12/2024

შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები და დავიწყოთ ჩვენს მიწა-წყალზე სადღეღამისო მორიგეობა! – ბუკა პეტრიაშვილი

გაზიარება

“შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფები და დავიწყოთ ჩვენს მიწა-წყალზე სადღეღამისო მორიგეობა!”- წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება სოფელ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს.

“პარტიულმა ლიდერებმა, საზოგადოებრივად აქტიურმა და ცნობილმა სახეებმა 24/7 მორიგეობა დავაწესოთ! დაიწყეთ პარტიებმა კონსულტაციები! არ დამიწყოთ ახლა ზოგიერთებმა, უშიშროების საბჭოს მოთხოვნები და დაწყობილი სახეებით განცხადებები!

რა სტატუსი, რის სტატუსი, ხალხს გვიკლავენ! ვისთვის გინდათ ან არ გინდათ ეგ სტატუსი? არჩევნებისთვის? მაშინ ხო! თორემ, ისე მართალს ამბობს მცოდნე ხალხი, ეგ სტატუსი რეფორმების და შესაბამისად გაწევრიანების მოლაპარაკების გარეშე ერთი ლამასი ეპოლეტია!”- წერს პეტრიაშვილი.

სხვა ამბების წაკითხვა