სად ლომისა და სად გინება? – დანაღმულ ველზე გაივლი, როცა იცი, რომ დანაღმულია?
ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქეიფოდ რომ არ უნდა იარო, რადგან დიდი შანსია დაგაკავონ, ან მოგკლან, ეს ძნელი გასაგებია?”- წერს საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი”-ს დამფუძნებელი ოთარ სტეფანიშვილი, რომელიც ეხმიანება სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, საქართველოს მოქალაქე თენგიზ ბუნტურის მკვლელობას და ვიდეომასალას, რომელიც მის მკვლელობამდე რამდენიმე წუთით არის გადაღებული.
“აიტაცეს ახალი ტრენდი – ლომისა გენაცვალე და შენი ამჭედავის დედას შე…ციო – დავი, მაგრამ რა მერე?
ოკუპირებული აქვთ, უსაფრთხო არაა. არ უნდა გაძღე და არ და არ უნდა წახვიდე დანაღმულ ველზე, თუნდაც რელიგიური მოტივით.
მესმის ემოციები, თანავუგრძნობ, მაგრამ გავფრთხილდეთ! გულში მჯიღის ცემით და სადღეგრძელოების გამოა ოკუპირებული ეს ტერიტორიები.
წინდახედულობა და სიფრთხილეა საჭირო”- წერს ოთარ სტეფანიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს