23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

ირაკლი ღარიბაშვილი და სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ერთსა და იმავე ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის − ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

პარიზში მიემგზავრება სალომე ზურაბიშვილიც, ამავე ფორუმზე. ამის შესახებ მან 8 ნოემბერს, რეზიდენციის წინ გამართულ შეკრებაზე განაცხადა.

“ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი. მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.