პაატა მანჯგალაძის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებზე საკითხი უნდა დადგეს, თუ რა უნდა ამომრჩეველს – მშვიდობა და უსაფრთხოება, თუ სიღარიბე და მეტი რუსეთი.
როგორც მან დღეს განაცხადა, თუ მოქალაქეებს სურთ ევროპა და მშვიდობა, ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, ხოლო თუ სიღარიბე და მეტი რუსეთი, ხმა უნდა მისცენ “ქართულ ოცნებას.
მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ხმას ოპოზიციას მისცემს, რაც ნიშნავს ევროპას და უსაფრთხოებას.
“ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი – გვინდა ევროპა, უსაფრთხოება და მშვიდობა? ხმას ვაძლევთ ოპოზიციას.
გვინდა სიღარიბე, მეტი რუსეთი? უნდა მისცე ხმა “ქართულ ოცნებას” – აი, ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს უმრავლესობა აირჩევს ევროპას, მშვიდობას და უსაფრთხოებას”- ამბობს პაატა მანჯგალაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს