ბოლო ამბები
01/12/2024

თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენ, ამ 9 პირობის შემსრულებლები ვართ? – გიორგი ვაშაძე კანდიდატის სტატუსის დათქმებზე

გაზიარება

თქვენ ხომ იცით, რომ ჩვენ, ამ 9 პირობის გამკეთებლებივართ? – მოგვეცით ამის შესაძლებლობა და 9-ვე პირობა უმოკლეს ვადაში იქნება შესრულებული”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, როდესაც ისაუბრა ევროკომისიის მიერ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაცემულ რეკომენდაციაზე.

ვაშაძის თქმით, იმ დათქმებს, რაც ევროკომისიამ ჩადო აღნიშნულ რეკომენდაციაში, “ქართული ოცნება” არ შეასრულებს, შესაბამისად, აუცილებლად უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება და მათი მოსვლის შემდეგ, უსწრაფესად დაიწყება 9-ვე მოთხოვნის შესრულება.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ 2024 წელს ისინი გაიმარჯვებენ.

“წინ, დიდი გამარჯვებისკენ”– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა