23/10/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

MULTIMEDIA.GE•
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.

ამ ეტაპზე საახალწლო განათებები რობაქიძის გამზირზე მოეწყო, სადაც სამონტაჟო სამუშაოები კომპანიის 160-მდე თანამშრომელმა სპეცტექნიკის საშუალებით შეასრულა.

თბილისის მერიის ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.

მიმდინარე წელს იგეგმება ახალი ილუმინაციებისა და აქსესუარების მოწყობაც. სამუშაო პროცესის დროს განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.