ზურაბ ჟვანიასიო თქვა ქალბატონმა სალომემ და მიხეილ სააკაშვილის ( რეფორმების ავტორის არა?)”- ასე ეხმიანება თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტ ზურაბიშვილის სიტყვას 8 ნოემბერს, რეზიდენციასთან გამართულ შეკრებაზე, როდესაც ევროკომისიის მიერ, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საუბრობდა.
“ორბელიანის მოედანზე ზურაბიშვილის სიტყვას მოვუსმინე , “ეს დღე არის ილიასი, დღეს ილიას დაბადების დღეა, ასევე არის აკაკის , ნიკოსი… კოსტავასი, გამსახურდიასი , ზურაბ ჟვანიასი და ყველა მეთაურის”( ციტატის დასასრული)
ზურაბ ჟვანიასიო თქვა ქალბატონმა სალომემ და მიხეილ სააკაშვილის ( რეფორმების ავტორის არა?) ზურაბიშვილისგან განსხვავებით ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა წერს, რომ “ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფუნდამენტური რეფორმების გამტარებელი სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო, საფუძველი რომ არ ყოფილიყო დღეს ეს მდგომარეობა არ იქნებოდაო”….
ჰო, ასეა, ზურაბიშვილს რომ ჰკითხო “ზურაბ ჟვანიას დღე ყოფილა თურმე” და სააკაშვილის, აი იმ სააკაშვილის, თქვენ რომ ჩამოგიყვანათ და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაგაბარათ ქ-ნო სალომე, აი იმ სააკაშვილის, სახელის ხსენების რომ გეშინიათ და ერიდებით, სააკაშვილის დღე არ ყოფილა?
ჰოდა, არ ხართ დამოუკიდებელი მოთამაშე თქო მითქვამს მე, რა კარგია რომ ანა ფოტიგა და სხვა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ევროპარლამენტარები სააკაშვილს თქვენგან განსხვავებით დიდ რეფორმატორად მოიხსენიებენ.
და მაინც ვიტყვი, რომ ვიდექი ორბელიანის სასახლესთან დღევანდელი დღით ბედნიერი, მომხდარით ბედნიერი და ვუსმენდი მხდალ მთავარსარდალს – სინამდვილეში პაიკს, აი იმ “მთავარსარდალ” პრეზიდენტ ქალბატონს ვუსმენდი, რომ ამტკიცებდა “საქართველიმ ომი დაიწყო და მძინარე ცხინვალი დაბომბაო”, მერე მისი ეს ამონარიდი კრებულიდან, რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ ჰააგაში), რომელიც ყოფილი რეფორმატორის – მესამე პრეზიდენტის, დღეს პუტინის პატიმარ სააკაშვილის სახელის ხსენებას გაურბის, ერიდება და ნიღბავს, თან ვითომ-ვითომ თამამობს, კეკლუცობს ევროპასთან, ვითომ დამოუკიდებელი “კერკეტი კაკალი”, ვითომ ურჩობს, არადა მესამე პრეზიდენტის სახელი ვერ ამოუთქვამს “ნებართვის”გარეშე.
დღეს ბედნიერი ვარ და ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვი.
ვულოცავ ქართველ ხალხს,
ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს,
გილოცავ საქართველოვ, დიდ ოკეანეში შევცურავთ უთუოდ, რადგან “დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად”– წერს თაკო ჩარკვიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს