ვთქვათ, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა მართლაც დააპატიმრეს, რა შუაშია ვანო ზარდიაშვილი?!

412
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბონდო მძინარაშვილი – ჟურნალისტი

“ვთქვათ, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა მართლაც დააპატიმრეს ნორვეგიაში ტექნიკის ქურდობისთვის… რა შუაშია ვანო ზარდიაშვილი?!

სერიოზულად მაინტერესებს:
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ წავიდა ნორვეგიაში?!
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ იპარავდა?!
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ დააკავეს?!
ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა რომ არის, იმიტომ გამოუშვებენ?!
რა შუაშია ვანო ზარდიაშვილი?! რატომ უნდა უპასუხოს შეკითხვას, რომელიც ძალიან არაადეკვატურია?!

ამიტომაც არის, რომ არასერიოზული შეკითხვებით განებივრებულები სერიოზულ შეკითხვებსაც აღარ პასუხობენ სერიოზულად! მეტი სერიოზულობა, კოლეგებო! თუ ვინც ხართ!”- წერს ბონდო მძინარაშვილი ფეისბუქში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE