ანალიტიკოსი, საგარეო პოლიტიკის საბჭოს ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ჯულუხაძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, იმ სიკეთეებზე საუბრობს, რასაც ჩვენი ქვეყანა მიიღებს:
1. ევროკომისიამ თავისი 1 200-გვერდიანი ანგარიშით საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა (ანუ, სტატუსი საქართველოს ჯერ არ მიუღია, თუმცა 95% არის იმის შანსი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღოს ევროკავშირის წევრმა 27 სახელმწიფომ);
2. პირველად ისტორიაში, დასავლეთმა ფაქტობრივად აღიარა საქართველო ევროპად და 2030-2031 წლების გაფართოვების გეგმის ნაწილად;
3. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საქართველოს იმიჯი;
4. რეფორმებს მოჰყვება ბევრი ფული ბრიუსელიდან – სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის, მეცნიერებისთვის, ფერმერებისთვის, მეწარმეებისთვის, ექიმებისთვის, სახელმწიფო ინფრასტრუქტურისთვის, ტურიზმის სექტორისთვის და ა.შ.;
5. მოიმატებს საქართველოს მიმზიდველობა … ოღონდ, რუსი დეზერტირებისა და დისკომფორტს გამოქცეული “ვატნიკების” შემოდინების შეკავებით;
6. რეფორმების პროგრესის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივდება სამუშაო უფლების მოპოვება ევროკავშირში;
7. ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას (არ იგულისხმება მხოლოდ NGO-ები) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თუ დონორებთან თანამშრომლობის გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება;
8. ბევრად მეტი ფული წამოვა უნივერსიტეტებისთვის;
9. ეს გადაწყვეტილება (პოტენციური პროგრესის შესაძლებლობით) უკვე დამდგარი შედეგია და ვერავინ წაგვართმევს. გასაგებია, რომ ქართული პოლიტიკა უძირო ჭაობია და პოლიტიკოსები ლონდონის “ჩელსიზე” უფრო დაბალი დონის გვყავს, მაგრამ ამ ქვეყანას პოტენციალი აქვს … როგორც მინიმუმ ლონდონის “ჩელსისგან” განსხვავებით
10. წარმატებები საქართველოს!”- წერს გუგა ჯულუხიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს