ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს მის არაფრისმთქმელ მმართველობას

609
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ქართული ოცნების მიმართ ნდობა დაკარგულია. ავტორიტეტს კარგავს ბიძინა ივანიშვილიც, რომლის სიტყვაც უკვე ვიწროპარტიული ინტერესების მქონე ადამიანებისთვისღა არის წონადი. სამწუხაროდ, 2012 წელს დიდი იმედებით აღვსილი ხალხი მათი მმართველობიდან 7 წლის თავზე მხოლოდ იმედგაცრუებული და გაღატაკებული ხვდება.

არაპროგნოზირებადი მთავრობა და გაურკვეველი ადამიანები მინისტრების პოზიციებზე, არამდგრადი თანამდებობები, პირად ინტერესებს გადაყოლილი კლანური ჯგუფები, რომელთა დაპირისპირებასაც ხალხს აჩვენებენ. ხალხს კი ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭირს.

გაძვირდა პური, საწვავი, თამბაქო. აბსურდულმა რეგულაციებმა კიდევ უფრო დიდი წნეხი მოახდინა ისედაც გაღარიბებულ მოსახლეობაზე. ადამიანები, ვინც დასაქმებულები არიან ცხოვრობენ ნისიიდან ნისიამდე, ხოლო პენსიონერები, პენსიიდან პენსიამდე.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა  მხოლოდ არსებობისთვის ცოცხლობს და არა სიცოცხლისთვის. მისი ყოველდღიური საზრუნავი პურის ფულია, მისთვის აღარც დასვენება და არც განტვირთვა არ არსებობს, რადგან ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია.

ხელისუფლება მხოლოდ დაპირებებს გასცემს: აშენდება, დაიწყება, დაფინანსდება.. მხოლოდ მომავლის ფრაზებს ვისმენთ და კონკრეტულ, მოსახლეობაზე ორიენტირებულ საქმეს ვერ ვხედავთ.

1 საწარმოს გახსნა და მასში 20 ადამინის დასაქმება არ ნიშნავს ეკონომიკას. ხელისუფლება იმ ადამიანებსაც უსპობს საარსებო წყაროს, ვინც თვითდასაქმებული იყო, იგულისხმება ტაქსების რეგულაცია, ტაქსის მძღოლებს ცარიელ ფურცელში 100 ლარი გადაახდევინეს და რისთვის დღემდე არავინ იცის.

ადამიანები, ვინც ქართულ ოცნებას უჭერდნენ მხარს, დღეს მის მაგინებლად იქცნენ და ამბობენ, რომ სამაგიეროს 2020 წელს გადაუხდიან. ქართული ოცნება 2020 წელს დაასრულებს მის არაფრისმთქმელ მმართველობას

PS. ქართული ოცნება აუცილებლად უნდა წავიდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა დაბრუნდეს. ყველა ასეთი მმართველი აუცილებლად უნდა აღმოჩნდეს პოლიტიკურ სანაგვეზე და ისინი ისტორიის ღირსებიც არ უნდა გახდნენ.

PPS. სათმელი გაცილებით მეტია, თუმცა ამაზე ეტაპობრივად.

ავტორი: ლევან გობრონიძე.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE