ავტორი: გიორგი ლაღიძე
ფოტოგრაფია, ეს არ არის მხოლოდ სურათის გადაღება და ყველა ვინც ფოტოს გადაიღებს, ფოტოგრაფი ვერ იქნება.
ფოტოგრაფია ეს არის ხედვა, გრძნობა, ფანტაზია, უნარი, ემოცია და განცდა, რაც აუცილებელია კარგი ფოტოს გადასაღებად.
შესაძლოა არ იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი უნარები საკმარისია იმისთვის, რომ შექმნა რაღაც ღირებული, რომელიც კადრად დარჩება ისტორიას და მოგაგონებს სასიამოვნო წუთებს.
MULTIMEDIA.GE გაგაცნობთ ახალგაზრდა დამწყებ ფოტოგრაფს ემილ ორჩალიევს. ფოტოები მის ოფიციალურ გვერდზე აღმოვაჩინეთ და დავინტერესდით მისი პიროვნებით.
ემილ ორჩალიევი 24 წლის, ფოტოგრაფია სულ რაღაც 3 თვეა, რაც აქტიურად დავიწყე, ვიღებ ყველაფერს, რაც გონებაში გამეფიქრება. რასაც ვქმნი ჩემი ხედვაა.
ეს ბუნებრივად გამომდის და არ ვპარავ სხვა ფოტოგრაფებს იდეას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმიანობაში, მე ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი ვარ.
ფოტოგრაფიამდე, რას საქმიანობდი?
ფეხსაცმელების სხვადასხვა ბრენდთან ვთანამშრომლობდი როგორც საქართველოში ასევე, საზღვარგარეთ, ვიზუალ-დიზაინერი ვიყავი.
ვთანამშრომლობდი სამოდელო საგენტო “კატრინთან”, აქ მუშაობამ ბევრი კარგი თვისება შემატა ჩემ დახვეწილობას, ვიზუალს და იმიჯს.
რა არის შენი სამომავლო გეგმები ან სურვილები?
მინდა საქართველოში კარგი პრაქტიკა გავიარო და შემდეგ წავიდე ევროპის რომელიმე კარგ ქვეყანაში მაგალითად იტალიაში, კერძოდ მილანში ან გერმანიაში, ქალაქ ბერლინში და იქ გავაგრძელო საქმიანობა.
ცოტა პირადულ კითხვასაც დაგისვამ, ალბათ აინტერესებს ჩვენ მკითხველს, როგორია შენი სასიყვარულო მდგომარეობა?
შეყვარებული აღარ მყავს, დავშორდით. მყავდა ადამიანი, რომელიც ჩემ ცხოვრებაში ძალიან ფასობდა და დღემდეც ფასობს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ჩვენ გადავწყვიტეთ ერთმანეთის გარეშე გაგვეგრძელებინა ცხოვრება.
ამ ეტაპზე არ ვფიქრობ ახალ ურთიერთობებზე, მხოლოდ ჩემი კარიერის წინსვლა მაქვს დასახული.
PS. ბევრი ცინიკური და არასერიოზული თვალით შეფასებაც ვიგრძენი, ეს არის შურიანი და ბოღმით გაჟღენთილი ადამიანების შეფასება, რაც არ მადარდებს. უბრალოდ მინდა მივმართო მათ, თქვენ რიგში იდგებით, რიგში რომელსაც მე შევქმნი და ძალიან მოგინდებათ ის რომ მე თქვენ ფოტო გადაგიღოთ.
დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, ახლა მკითხველს ვაჩვენოთ შენი ნამუშევრების ნაწილი, დანარჩენი კი შენს ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ იხილონ და რაც მთავარია მოიწონონ გვერდი emill art productionhttps://www.facebook.com/emillartproduction/
ჯო ბაიდენს, თეთრი სახლის YOUTUBE გვერდზე უარყოფითი შეფასება უფრო მეტი აქვს,...