ბოლო ამბები
15/10/2024

“ლელო” არ იბრძვის 5 პროცენტიანი ბარიერისთვის, “ლელო” იბრძვის გაცილებით მაღალი მიზნებისთვის – ლევან სამუშია

გაზიარება

“ლელო” არ იბრძვის 5 პროცენტიანი ბარიერისთვის, “ლელო” იბრძვის გაცილებით მაღალი მიზნებისთვის”– განაცხადა ამავე პარტიის წევრმა ლევან სამუშიამ 13 ნოემბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “პირველ ხაზშ” ვიკა ბუკიასთან სტუმრობისას.

“თქვენ ხელისუფლებას დაემშვიდობებით 2024 წლის არჩევნებზე, რადგან არჩევანი გაკეთდება რუსეთსა და საქართველოს შორის და 100 პროცენტით ვართ დარწმუნებული ყველა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გააკეთებს არჩევანს საქართველოზე.

“ლელო”-ს სახელით გეუბნებით, ჩვენ უფრო დიდი მიზნები გვაქვს, ამაში ძალიან მალე დარწმუნდება საზოგადოება. საქართველოში უნდა დასრულდეს რუსეთის მმართველობა”- განაცხადა ლევან სამუშიამ.

სხვა ამბების წაკითხვა