კი, ეს მუქარაა, გამოვიდეს გვარამია დავუნგრევ თავ-პირს -ლადო ბედუკაძე (ვიდეო)

422
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გლდანის ციხის ყოფილმა მორიგე ინსპექტორმა ლადო ბედუკაძემ, მის ცემასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთადერთი მტერი არის ნაციონალური მოძრაობა, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს მასთან ანგარიშსწორების ინტერესი.

ლადო ბედუკაძემ ასევე ისაუბრა “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზეც.

“სხვა მტერი ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ.

წამებული დედა, სამი წელია ჩივის, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს და მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს. მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია, კი, ეს მუქარაა, გამოვიდეს გვარამია დავუნგრევ თავ-პირს”– განაცხადა ლადო ბედუკაძემ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE