სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას უფლებამოსილების ამოწურვამდე თვეები აქვს დარჩენილი და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 13 ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია.
„პირდაპირ ვიტყვი, ეს იყო სამარცხვინო განცხადება, რომლის გამოც მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, გახსოვთ მისი განცხადება 2019 წელს გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობას თვეები დასჭირდა იმისთვის, რომ დიპლომატიური პრობლემები აერიდებინა თავიდან. ზურაბიშვილი ცდილობს, რამენაირად დააზიანოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. მას აქვს თვეები დარჩენილი უფლებამოსილების ამოწურვამდე და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს ეს თვეებიც იმ დავალებების შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამის საშუალება არ ექნება. ის რჩება ფორმალურ პრეზიდენტად, რაც უკვე ყველამ გაიგო, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს