მიხეილ სააკაშვილის ახალი მოძრაობა მხარდამჭერებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს

335
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილის ახალი მოძრაობა “ერთად სახლში” მხარდამჭერებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათი ფინანსები დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც თანხას ჩაურიცხავს.

ჩვენი მოძრაობის (არასამთავრობო ორგანიზაციის) ერთადერთი შემოსავლის წყარო არის თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობები.

თანხის გადარიცხვა შესაძლებელია როგორც საბანკო გადარიცხვით , ასევე ბარათით (PayPal ის მეშვეობით) , რეკვიზიტები და ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე. ყველა სხვა დანარჩენი (თუ ვინმე გადმოგცემთ) არის ტყუილი და შეცდომაში შეყვანა.  დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE