MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ახალგაზრდა ოჯახის დასახმარებლად სოციალური კამპანია დაიწყო.  პირველი, ვინც დახმარების სურვილი გამოთქვა არის ახალგაზრდა მხატვარი ანი ცხადაია, რომელიც საკუთარი ნახატების გაყიდვიდან შემოსული თანხით გეგმავს მათ დახმარებას.

“გასული დღეების წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ამ ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება 18 წლის დედა და 24 წლის მამა, რომელთაც ჰყავთ 1 წლის შვილი  ძალიან უჭირთ ისიც, რომ შვილს საჭმელი აჭამონ ვინაიდან, მამას თირკმელზე აქვს პრობლემა, ვერ მუშაობს და დედა წვალობს რომ რამე აჭამოს შვილს.

მეგობრებო, ძალიან მინდა ამ ოჯახს დავეხმარო, გადავწყვიტე ჩემი ნახატები გავყიდო და შემოსული თანხა ამ ოჯახს გადავცე ან საჭირო პროდუქტი და ტანსაცმელი ვუყიდო, მაგრამ თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამომივა. ერთად დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახს. დეტალური ინფორმაციისათვის მოგვწერეთ პირადში”– ნათქვამია ანი ცხადაიას მიმართვაში.

ჩაერთეთ საქველმოქმედო კამპანიაში და შეიძინეთ ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები, დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ფეისბუქ გვერდს აქ 

თქვენი კომენტარი?